100doc.ge Review
Фото врача
თბილისი, საქართველო

ირაკლი შელია

რევმატოლოგი
5 · 1 მიმოხილვა

ჩაწერა

მონაცემები ღია წყაროებიდან.

პროფესიონალური ინფორმაცია

პრაქტიკის ტიპი: კერძო პრაქტიკა

გამოცდილება: 18 წელი

ექიმის შესახებ

როდის უნდა მივმართოთ რევმატოლოგს? — 10 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ სახსრების ტკივილი ყოველთვის რევმატოლოგიურ დაავადებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ის შეიძლება დაკავშირებული იყოს გადატვირთვასთან, ტრავმასთან ან ასაკობრივ ცვლილებებთან. თუმცა არსებობს სიმპტომები, რომელთა შემთხვევაში რევმატოლოგის კონსულტაცია მნიშვნელოვანია. რევმატოლოგი მკურნალობს არა მხოლოდ სახსრების დაავადებებს, არამედ აუტოიმუნურ და სისტემურ დაავადებებსაც, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კუნთებზე, კანზე, სისხლძარღვებსა და სხვადასხვა შინაგან ორგანოზე. 1. სახსრების ხანგრძლივი ტკივილი თუ სახსრის ტკივილი რამდენიმე კვირაა გრძელდება, ხშირად მეორდება ან თანდათან ძლიერდება, სასურველია მიზეზის გარკვევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან მიმართვა, თუ ტკივილს ახლავს სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა ან დილის შებოჭილობა. 2. დილის შებოჭილობა თუ გაღვიძების შემდეგ ხელების, ფეხების ან სხვა სახსრების „გახსნა“ გიჭირთ და შებოჭილობა ხანგრძლივია, ეს შეიძლება ანთებითი პროცესის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ასეთი სიმპტომი გვხვდება, მათ შორის, რევმატოიდული ართრიტისა და ზოგიერთი სხვა ანთებითი რევმატოლოგიური დაავადების დროს. 3. სახსრების შეშუპება სახსრის შესიება, განსაკუთრებით ტრავმის გარეშე, ყურადღებას საჭიროებს. თუ შეშუპება მეორდება ან ერთდროულად რამდენიმე სახსარს მოიცავს, საჭიროა შეფასდეს, ხომ არ მიმდინარეობს სახსარში ანთებითი პროცესი. 4. ხელის თითების ან მაჯების ტკივილი და შეშუპება რევმატოიდული ართრიტი ხშირად აზიანებს ხელის წვრილ სახსრებსა და მაჯებს. თუ ორივე ხელზე გაქვთ მსგავსი ჩივილები, დილის შებოჭილობა და სახსრების შეშუპება, რევმატოლოგთან დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია. 5. წელის ტკივილი ახალგაზრდა ასაკში წელის ქრონიკული ტკივილი ყოველთვის ხერხემლის მექანიკურ პრობლემას არ უკავშირდება. თუ ტკივილი ახალგაზრდა ასაკში დაიწყო, მოსვენებისას ძლიერდება, ღამით გაღვიძებთ და მოძრაობის შემდეგ უმჯობესდება, საჭიროა ანთებითი ტიპის ზურგის ტკივილის გამორიცხვა. 6. აუხსნელი მომატებული CRP ან ESR CRP და ESR ორგანიზმში ანთების შეფასებისთვის გამოყენებული მაჩვენებლებია, თუმცა მათი მატება მხოლოდ რევმატოლოგიურ დაავადებას არ ნიშნავს. თუ მაჩვენებლები მომატებულია და მიზეზი უცნობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, შეშუპება, ხანგრძლივი სიცხე ან სხვა სიმპტომები, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი შეფასება. 7. დადებითი ANA დადებითი ANA ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუტოიმუნური დაავადება აქვს. ANA შეიძლება ჯანმრთელ ადამიანშიც აღმოჩნდეს. შედეგის მნიშვნელობა დამოკიდებულია ტიტრზე, კვლევის მეთოდზე, სხვა ანალიზებსა და, რაც მთავარია, ადამიანის სიმპტომებზე. ამიტომ მხოლოდ დადებითი ANA-ს საფუძველზე დიაგნოზის დასმა არ შეიძლება. 8. კანის გამონაყარი და სახსრების ტკივილი ზოგიერთ სისტემურ აუტოიმუნურ დაავადებას შეიძლება ერთდროულად ახლდეს კანისა და სახსრების სიმპტომები. თუ განმეორებად გამონაყართან ერთად გაქვთ სახსრების ტკივილი ან შეშუპება, პირის ღრუში განმეორებადი წყლულები, მზის მიმართ უჩვეულო მგრძნობელობა ან სხვა აუხსნელი სიმპტომები, ექიმის შეფასება მნიშვნელოვანია. 9. თითების ფერის შეცვლა სიცივეში თუ სიცივის ან ძლიერი ემოციური სტრესის დროს თითები პერიოდულად თეთრდება ან ლურჯდება და შემდეგ წითლდება, ეს შეიძლება რეინოს ფენომენს შეესაბამებოდეს. რეინოს ფენომენი ზოგჯერ დამოუკიდებლად გვხვდება, ზოგჯერ კი შეიძლება გარკვეულ აუტოიმუნურ დაავადებებთან იყოს დაკავშირებული. 10. განმეორებადი მწვავე სახსრის ტკივილი ერთ სახსარში უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი, შეშუპება და სიწითლე შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის — პოდაგრით. თუმცა ცხელი, ძლიერ მტკივნეული და შეშუპებული სახსარი ზოგჯერ ინფექციასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული და ასეთ შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო შეფასებაა საჭირო. რატომ არის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი? რევმატოლოგიური დაავადებების ნაწილი ქრონიკულია, მაგრამ თანამედროვე მკურნალობით ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება, სიმპტომების კონტროლი და სახსრების დაზიანების რისკის შემცირება. ამიტომ ხანგრძლივი ან საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში უმჯობესია მიზეზი დროულად გაირკვეს და მკურნალობა კონკრეტული დიაგნოზის შესაბამისად დაიგეგმოს. ავტორი: რევმატოლოგი ირაკლი შელია

ენები: Грузинский, Русский, Английский

განათლება

ირაკლი შელია, MD, PhD

მიმოხილვები

Загрузка отзывов…

ხშირად დასმული შეკითხვები

რა სპეციალობა აქვს ირაკლი შელია-ს?▾

ირაკლი შელია — რევმატოლოგი, იღებს პაციენტებს ქალაქ თბილისში.

სად იღებს პაციენტებს ირაკლი შელია?▾

ირაკლი შელია პაციენტებს იღებს კლინიკაში „კერძო პრაქტიკა (Dr. irakli shelia)" (თბილისი).

რა გამოცდილება აქვს ირაკლი შელია-ს?▾

ირაკლი შელია-ს აქვს 18 წელი პროფესიული გამოცდილება.

როგორ ჩავიწერო ირაკლი შელია-თან?▾

ჩაწერა შესაძლებელია ონლაინ 100doc.ge-ზე ან დაუკავშირდით კლინიკას „კერძო პრაქტიკა (Dr. irakli shelia)".

ირაკლი შელია — რევმატოლოგი ქალაქ თბილისში. იღებს კლინიკაში „კერძო პრაქტიკა (Dr. irakli shelia)". 18 წელი გამოცდილება. ჩაწერა ონლაინ — 100doc.ge.