100doc.ge
სამედიცინო დაზღვევის გაფორმება

MediClub Georgia

თბილისი
2.56 მიმოხილვა
ორშ–პარ 09:00–18:00, შაბ 09:30–14:00, კვი დასვენება
ლიცენზია არ არის შემოწმებული
ARDIიღებს ARDI დაზღვევას
Unisonიღებს Unison დაზღვევას
ყველა კლინიკა დაზღვევით რუკაზე
ამ კლინიკის მფლობელი ხართ?მართეთ ბარათი: ფოტოები, ფასები, პასუხები შეფასებებზეუფლებების დადასტურება

ჩაწერა

ARDIUnisonპოლისის შერჩევა

საჯარო წყაროებიდან.

სამედიცინო მიმართულებები

საავადმყოფო

მისამართები

22 ა, 16 თბილელის ქუჩა, თბილისი 0160

პაციენტების მიმოხილვები

რას ამბობენ პაციენტები კლინიკაზე

Nino

17 აგვისტო, 2026

2.0

არაა ადაპტურებული შემოსასვლელი კლინიკაში ეტლისთვის. ასევე კარგი იქნებოდა ბავშვებისთვის ცალკე რიგის ნომერი როგორც მრჩეველშია რომ პრიორიტეტი მიენიჭოთ ბავშვებს.

Keti Lakerbaia

9 აგვისტო, 2026

1.0

მსგავსი არაპროფესიონალიზმი არსად მინახავს. პირველ რიგში თითქმის ყველა ექიმი, თუ ექთანი იყო ძალიან უხეში და უტაქტო, მათგან პასუხის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, კითხვებზე მოკლედ და უყურადღებოდ მპასუხობდნენ.(მესმის, რომ ღამის ცვლაზე მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ მე თავად როგორც პაციენტს საშინელი ტკივილების გამო სამი დღე არ მეძინა და ჩემი მდგომარეობა გაუსაძლისი რომ არ ყოფილიყო, კლინიკაში არც წავიდოდი). შემდეგ რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, მიჭირდა სუნთქვა, ვინაიდან ყელში მიგროვდებოდა ნახველი და ვცდილობდი ექიმებისა და ექთნებისთვის ამეხსნა, რომ სწორადაც ამ მიზეზით ვიმყოფებოდი მათთან და ამ პრობლემის მოგვარება იყო ჩემი პრიორიტეტი. ჩამიტარეს დაუსრულებელი გამოკვლევები (ამიღეს სისხლი, მომისმინეს ფილტვებზე, გადამიღეს რენდგენი), ასევე გამიკეთეს გადასხმა და ინჰალაცია, მაგრამ რაც ნამდვილად მაწუხებდა ის უყურადღებოდ დარჩა. წარმოიდგინეთ სასწრაფო დახმარება გესაჭიროებათ, რადგანაც სუნთქვა გიძნელდებათ, და კლინიკაში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ იგივე პრობლემა გაწუხებთ. მეტიც ვიდრე გადასხმას მიკეთებდნენ ოთახში იყო აუტანელი სიცივე, მთელი სხეული ამიკანკალდა (ეს ფაქტი ჯანმრთელ ადამიანსაც შეაწუხებდა, ახლა კი წარმოიდგინეთ სიცხიანისთვის რა რთული იყო) სანამ თავად არ ვთხოვე არც კი შემოუთავაზებიათ რაიმე გადასაფარებელი, საბანი ან პლედი, ცოტა რომ გავმთბარიყავი. რენდგენის გადაღებისას კი რამდენიმე ფოტო ისე გადამიღეს, რომ ორივე ყურზე საყურე მეკეთა, მხოლოდ ბოლო ფოტოს გადაღებისას მითხრეს, რომ საყურეებით გადაღება არ შეიძლებოდა (რენდგენი არასდროს გადამიღია და ამის შესახებ არ ვიცოდი, რომ მცოდნოდა აუცილებლად ხმას ამოვიღებდი, მაგრამ მე როგორც პაციენტმა, რატომ უნდა ვასწავლო ექიმებს ან ექთნებს თავიანთი საქმის გაკეთება). კიდევ ძალიან ბევრი ლაფსუსი იყო, რომელთა გახსენება და ჩამოწერა დიდ დროს წაიღებდა, მაგრამ საბოლოოდ კიდევ ერთი ფაქტორი უნდა ავღნიშნო. ყველა ამ პროცედურის ღირებულებამ ერთად შეადგინა აბსურდულად მაღალი თანხა. რეალურად არც ერთი ანალიზი, რაც ჩამიტარეს არ მესაჭიროებოდა, მაწუხებდა მხოლოდ ყელის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა და სპაზმი. მე სწორედ ამ სიმპტომების მკურნალობა მინდოდა, ჩემი სურვილი კი დატოვეს უყურადღებოდ. ჩემი თანხმობის გარეშე ჩამიტარეს დაუსრულებელი ანალიზები და პროცედურები (რომლებიც, რეალურად არანაირ კავშირში არ იყო ჩემს მდგომარეობასთან და მიზნად ისახავდა მხოლოდ მომსახურების საფასურის გაზრდას). ყიველივე მოხდა ჩემთან წინასწარ შეუთანხმებლად და ძალიან დიდი შანსი არსებობდა იმისა, რომ მსგავსი თანხის გადახდას ვერ შევძლებდი (დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გასწვდებოდა ამ არაზომიერად დიდი თანხის დაფარვას, და რეალურად არავინ უნდა იყოს იძულებული სასწრაფო დახმარების მისაღებად გადაიხადოს თანხა, რომელიც ხელოვნურად და მისი ნების საწინააღმდეგოდ იქნა გაზრდილი).

Giorgi Natsvaladze

10 ივნისი, 2026

1.0

მოსაცდელ სივრცეში უჰაერობა, სიცხე.. ექიმი აგვიანებს, ჩაწერილ დროს ვერ შედიხარ, ლოდინის პროცესში პერსონალი უტიფრად სიტყვებით გეთამაშება და გატყუებენ..

Nick Hoff

28 მაისი, 2026

1.0

არ მოდოთ აქ. წადით უკეთეს კლინიკაში. ექიმები აქ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებს არასწორად დიაგნოზირებენ და ოპერაციების სრულყოფილად დასრულებას ვერ ახერხებენ. ისინი პირდაპირ პასუხის გაცემაზე უარს ამბობენ. წადით სადმე სხვაგან.

კლინიკის ექიმები (0)

ექიმების ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი