მ.ტატიშვილის დენტალ სპა (სტომატოლოგიური კლინიკა)
ჩაწერა
საჯარო წყაროებიდან.
სამედიცინო მიმართულებები
მისამართები
პაციენტების მიმოხილვები
რას ამბობენ პაციენტები კლინიკაზე
Tatia Gulua
7 ოქტომბერი, 2026
ამ კლინიკის შესახებ უარყოფითი შეფასების დაწერა ჩემთვის განსაკუთრებით რთულია, რადგან ერთ დროს სწორედ ის ადამიანი ვიყავი, ვინც ამ კლინიკას სხვას რეკომენდაციას გაუწევდა. ეს კბილი მანამდე საერთოდ არ იყო პრობლემური. მივედი კბილების მოსაწესრიგებლად და ბრეკეტებისთვის მოსამზადებლად, თუმცა არხების მკურნალობის შემდეგ გუტაპერჩის მასალა ფესვის ფარგლებს გასცდა და მიმდებარე ქსოვილში მოხვდა. საბოლოოდ დამჭირდა ღრძილის გაჭრა და ქირურგიული გზით მასალის ამოღება. თვეების შემდეგაც კი კბილი მტკივა და დღემდე ამ პრობლემას ვებრძვი. სამწუხაროდ, პრობლემები სხვა კბილების მკურნალობის დროსაც შემექმნა: ერთ-ერთ ცირკონ-კერამიკულ კონსტრუქციას კბილთან სრულად მჭიდრო კონტაქტი არ აქვს და ღრძილი მიღიზიანდება. მეორე კბილზე კი ნერვის შენარჩუნების მიუხედავად, კბილი დღემდე მტკივა და შესაძლოა ხელახალი მკურნალობა დამჭირდეს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ უკვე ვმკურნალობდი ყბა-სახსრის პრობლემაზე გნათოლოგთან სხვა კლინიკაში და ამაში ძალიან დიდი დრო, ენერგია და ფინანსები მქონდა ჩადებული. ყველაზე მეტად კი ექიმებისა და კლინიკის დამოკიდებულებამ გამიცრუა იმედი. პრობლემის შექმნის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ჩემს მდგომარეობაში შესულიყვნენ და პასუხისმგებლობით დახმარებოდნენ, ხშირად მქონდა განცდა, რომ ცდილობდნენ პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოტანას. ცალკე აღვნიშნავ ქალბატონ მედეას დამოკიდებულებას ოპერაციის დროს. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჩემი ყბა-სახსრის პრობლემის შესახებ, გააკეთა ჩემთვის სრულიად მიუღებელი კომენტარები, მათ შორის: „შენ როგორ უნდა იმშობიარო?“ და როცა ვამბობდი, რომ პირს კარგად ვერ ვაღებდი — „კარგად გაუკეთებია“, ამავე კლინიკის ექიმზე საუბრისას. მე კლინიკას მივეცი შესაძლებლობა, რომ ეს სიტუაცია გამოესწორებინა, თუმცა საბოლოოდ ძირითადად თავის მართლების მოსმენა მომიწია. მივედი კბილების მოსაწესრიგებლად და შედეგად დღემდე მიწევს შექმნილ პრობლემებთან ბრძოლა. არავის ვუსურვებ მსგავს გამოცდილებას. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ კლინიკას ვერავის ვურჩევ. ახლა შეგიძლიათ, როგორც ყოველთვის, თავის გასამართლებელი კომენტარები დამიწეროთ)) ფაქტი კი ჩემი მდგომარეობაა და, სამწუხაროდ, ამას ვერც ერთი კომენტარი შეცვლის. ექიმების დაუდევრობის ფაქტის შემთხვევაა და დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ისევ თავის მართლებას აირჩევთ.
Keti Meparishvili
1 აგვისტო, 2026
არ მოტყუვდეთ ამ კლინიკის მომსახურებით! ცირკონის გვირგვინში საკმაოდ მაღალი თანხა გადავიხადე, თუმცა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ საკონტაქტო წერტილი დაზიანდა, რის გამოც საკვები მუდმივად მეჭედება კბილებს შორის და ღრძილი დამიზიანდა. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ პრობლემის გამოსწორების ნაცვლად, ერთადერთი შემოთავაზება იყო ახალი გვირგვინის თავიდან დამზადება და მისი ხელახლა გადახდა. ეს სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა. რეპუტაციის მქონე სტომატოლოგიური კლინიკები, როგორც წესი, გვირგვინებზე რამდენიმე წლიან (ხშირად 5 წლამდე) გარანტიას გასცემენ და ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობას საკუთარ ნამუშევარზე იღებენ. ერთი თვის განმავლობაში დაზიანებული ცირკონის გვირგვინი ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურების სტანდარტს არ შეესაბამება.
Shalva Dundua
28 ივლისი, 2026
კლინიკაში ნამდვილად დაგხვდებათ თავისი საქმის პროფესიონალი სტომატოლოგები, შესანიშნავი გარემო და მომსახურების მაღალი ხარისხი. განსაკუთრებული მადლობა ექიმ ილონა კალაშიანს, რომელიც არასამუშაო საათებშიც დიდი ყურადღებით მიუდგა ჩვენი პატარა ბიჭუნას კბილის ტკივილებს. დიდი რეკომენდაცია ჩემგან კლინიკას.
Tinatin Tsirdava
28 ივლისი, 2026
თამამად ვაძლევ რეკომენდაციას კლინიკის შესახებ ახლობლებს და მეგობრებს, თავისი საქმის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, გარემოზე და თითოეულ ნიუანსზე ნაფიქრი დეტალებით. მადლობა
Tea Khvichia
7 ივლისი, 2026
ცუდი გამოცდილება ფასისთვის, რომელიც ითხოვეს, პროფესიონალიზმის და ზრუნვის დონე შორს იყო მოლოდინებისგან. არ ვურჩევ! პაციენტის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ფულის გამომუშავება.
Luca Tchelidze
8 მაისი, 2026
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მქონდა ერთ-ერთი საუკეთესო სტომატოლოგიური გამოცდილება, რაც კი მქონია. დეტალური კბილის წმენდა განხორციელდა განსაკუთრებული ზრუნვით, პროფესიონალიზმით და დეტალებზე ყურადღებით. დოქტორი ნინო გელაშვილი არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე იყო, არამედ კეთილი, მასპინძელი და გულწრფელად ზრუნავდა მთელი ვიზიტის განმავლობაში. ყველაფერი კარგად, კომფორტულად და დიდი პროფესიონალიზმით განხორციელდა. ნამდვილად ვაფასებ მიღებული ზრუნვის ხარისხს და გულწრფელად ვურჩევ დოქტორ ნინო გელაშვილს ყველას, ვინც შესანიშნავ სტომატოლოგს ეძებს.
კლინიკის ექიმები (0)
ექიმების ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი
