Jerarsi Clinic
სამედიცინო მიმართულებები
მისამართები
პაციენტების მიმოხილვები
რას ამბობენ პაციენტები კლინიკაზე
თამარ ქარდავა
12 ოქტომბერი, 2026
უსაზღვრო მადლობა კლინიკა „ჯერარსის“ ფენომენალურ სტაფს! ❤️ სიტყვები უძლურია იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ. თქვენთვის ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პროფესიული მოვალეობა იყო, ჩემთვის კი — მეორე შანსი, თავიდან დამეფასებინა სიცოცხლე და ყოველი ახალი დღე. მადლობა ბატონ ლევან გვარამაძეს და ქ-ნ სოფიო ანანიკოვის ჯგუფს,პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის, ადამიანობისთვის და იმ დაუღალავი ბრძოლისთვის, რომლის შედეგადაც დღეს ისევ შემიძლია სიცოცხლით ტკბობა. თქვენ უბრალოდ ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ ხართ — თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე შემინარჩუნეს და ჩემს გულში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი. მადლობა, რომ იქ იყავით, როცა ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში იყო. 🙏❤️ ჩემი მადლიერება უსაზღვროა და არასოდეს დასრულდება. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი, მოგცეთ ჯანმრთელობა, ძალა და გამძლეობა, რომ კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოთ. კლინიკა „ჯერარსის თითოეულ წევრს — ჩემი უდიდესი პატივისცემა, სიყვარული და უღრმესი მადლობა! ❤️🙏
Julia
9 ოქტომბერი, 2026
შეიძლება მე გამიმართლა ასე, მაგრამ მხოლოდ კარგი შემიძლია ვტქვა კლინიკაზე. ყველანი (ექიმები, ექთნები, გადაუდებელი განყოფილება, პაციენტები😁) ძალიან მზრუნველნი, მეგობრულნი და მომთმენნი იყვენ ჩემთან მიმართებაში. მომიტევებ ჩემი ქართული😅 და გმადლობთ გაწეული შრომისთვის ♥️
Aleks Datuashvili
25 სექტემბერი, 2026
თირკმლის გადანერგვის საკითხში საუკეთესო კლინიკაა რეგიონში!
Margo Luchko
21 სექტემბერი, 2026
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ კლინიკაში დავდივარ, არის მხოლოდ და მხოლოდ ნეიროქირურგი დავით გუნია. ამ შესანიშნავი ექიმის გარდა, ყველაფერი უბრალოდ საშინელებაა! იმედია, ჩემი შეფასება არა მხოლოდ ადმინისტრაციამდე, არამედ კლინიკის მფლობელებამდეც მივა!!!!!!!!!! 1. კლინიკის მენეჯმენტი ორგანიზებულია საშინლად და არაპროფესიულად. პირველ რიგში, 7 შესაძლო ოპერატორიდან მუშაობს მხოლოდ 4. ამ 4 გაბრაზებული, დაღლილი და ნერვებმოშლილი ქალიდან 2 უბრალოდ ვიღაცას ელოდება და ისვენებს, მათ უკვე სრულიად აქვთ აშლილი ნერვები — ჩემი რჩევა იქნება, გაათავისუფლოთ ყველა ოპერატორი, რადგან არცერთი მათგანი არ არის პროფესიონალი, ყურადღებიანი და გაწონასწორებული! 2. ჩაწერილი და ცოცხალი ურების ქაოსი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ დროზე ხარ ჩაწერილი, ამას აზრი არ აქვს — მინიმუმ ერთი საათით ადრე უნდა მიხვიდე, რადგან ყველასთან ერთად საერთო რიგში უცდი. ჩაწერილი და არამოსული/არჩაწერილი პაციენტების გამიჯვნის ელემენტარულ პროცესს არავინ აკონტროლებს — ეს სისტემა ფორმალურად არსებობს, უბრალოდ იმიტომ, რომ „ყველგან ასეა“. 3. პრობლემები პარკინგთან დაკავშირებით. ექიმებისა და პაციენტების პარკინგი არ არის გამიჯნული, ადგილები კატასტროფულად არ ჰყოფნის. თუ ინფრასტრუქტურა არ იძლევა ყველას უზრუნველყოფის საშუალებას, ადმინისტრაცია ვალდებულია ეს წინასწარ გააფრთხილოს პაციენტი, რომ ხალხმა ნერვები და დრო ტყუილად არ დაკარგოს შლაგბაუმთან. 4. ქაოსი ფასებსა და ფინანსურ გამჭვირვალობაში. მომსახურების ფასები აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა: მიმღებსა და სალაროში შეიძლება ერთი თანხა გითხრან, რეალურად კი მომსახურების გაწევისას ან კაბინეტიდან გამოსვლისას ექიმი ან პროცედურული კაბინეტი სრულიად სხვა ციფრებს ასახელებს. რაიმე წინასწარი ხარჯთაღრიცხვის მიღება გამოკვლევებზე ან მანიპულაციებზე უბრალოდ შეუძლებელია. 5. უკუკავშირისა და სატელეფონო სერვისის არარსებობა ვიზიტის შემდეგ. ვიზიტის შემდეგ კლინიკაში ან კონკრეტულ განყოფილებაში დაკავშირება ლატარიის ტოლფასია. თუ პაციენტს გაუჩნდება კითხვები დანიშნულებასთან ან ანალიზის პასუხებთან დაკავშირებით, პასუხის დისტანციურად მიღება შეუძლებელია: ტელეფონს ან არ პასუხობენ, ან კაბინეტიდან კაბინეტში „გაუსვრიან“, რაც ადამიანის მდგომარეობის მიმართ სრულ გულგრილობაზე მეტყველებს.
Sopia Topuria
9 სექტემბერი, 2026
დედა მეწვა ამ კლინიკაში და ძალიან კმაყოგილი იყო სისუფთავე უნიკალური და ყურადგებაც .მეც შეხება მქონდა და მაქვს ნერვოპათოლოგთან ლევან ბახუტაშვილთან .მისი დანიშნულებები ძალიან მშველის.ეს კი ყურადღებამისაქცევუა რომ ზოგიერტს არ მისწონს გულგრილი მიღება.ყველასფეროში ეს საკითხი მნიშვნელოვანია.გაღიმება და მისალმება .ესაა ტქვენი მოვალეობა.პრობლემები სსმსაცურში დაივიწყო უნდა.
Lana
7 სექტემბერი, 2026
საშინელი მომსახურება რეგისტრატურაში, საათზე მეტი ზიხარ რიგში.
ზეინაბ
25 აგვისტო, 2026
საშინელი კლინიკა! არავის არ ვურჩევ აქ მისვლას. უყურადღებო ექიმები და ექთნები🤢არაპროფესიონალიზმის ზეიმი! 3 დღეში უნდა გავეწერე სავადმყოფოდან და საბოლოოდ 5 დღე დამტოვეს, დაუდგენელი დიაგნოზით😀მიმღების გოგოს რაც შეეხება🤮🤮🤮
Kate Semyl
22 აგვისტო, 2026
მტკივნეული მუცლის ტკივილით მოვედი, რეგისტრაციაზე ქალი ირონიულად იღიმოდა და აკეთებდა ისე, თითქოს რუსულს არ ესმოდა და ინგლისურსაც არ იცოდა. მერე ვკითხე: "კლინიკაში ვინმეს სხვა ენა იცის, გარდა ქართული?" მან თავი გააქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი კითხვა გაიგო.
nkharshiladze nkharshiladze
22 აგვისტო, 2026
კლინიკა არის სუფთა, პაციენტზე მორგებული ყველანაირი პირობებით. კვება შესანიშნავი. ექიმები პროფესიონალი და ყურადღებიანი. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
marina gvianishvili
13 ივლისი, 2026
Მადლობა კლინიკა ჯერარს. Ქირურგ-ბექა კევლიშვილს, ექიმს- ნინო ბზიავას და მთლიანი განყოფილების მომსახურე პერსონალს, ექთნებს და სანიტრებს. Ყველას მადლობა უსაზღვრო ყურადღებისთვის ❣️❣️❣️❣️
კლინიკის ექიმები (0)
ექიმების ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი
