Jafaridze-Kevanishvili Clinic
სამედიცინო მიმართულებები
მისამართები
პაციენტების მიმოხილვები
რას ამბობენ პაციენტები კლინიკაზე
Ольга Фокина
27 ივლისი, 2026
დიდი მადლობა ექიმ David Lashkarashvili-ს, თავისი საქმის პროფესიონალისთვის.
Chako K
27 ივლისი, 2026
გამარჯობა. ვრეკავთ და ჩვენი რიგი როცა მოდის ითიშება, როგორ შეიძლება ჩაწერა თქვენთან?
Artem Khabeev
24 ივნისი, 2026
თუ გსურთ ლორ-სპეციალისტთან მოხვედრა, თამამად გადადით დიდ შენობაში ლიფტებისკენ, ასწიეთ 6-ე სართულზე და აიღეთ ბილეთი 13-ე კაბინეტში. იქ გავიკეთე აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია. მოვედი ოთხშაბათს დაახლოებით 1 საათზე. რიგში ლოდინის დრო ცოტა მეტი იყო 2 საათზე. კაბინეტში მუშაობდა 2 ექიმი - ორივე ქალი. ძალიან კეთილგანწყობილები და პროფესიონალები იყვნენ. ძალიან მომეწონა, როგორ ჩაატარეს გამოკვლევა და ყველაფერი განმიმარტეს. გამოკვლევის ღირებულება 100 ლარი იყო. ასე რომ, მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი.
Iuliia Kolpina
15 ივნისი, 2026
ჩვენ ვეწვიეთ ყურის ექიმს, უნდა მოგვეხსნა ყურის ცვილი, ექიმი შესანიშნავი იყო!
Inga Axalaia
17 თებერვალი, 2026
კლინიკებში რომ, წინასწარ ჩაწერის მიუხედავად უკიდეგნო რიგში დგომა გვიწევს, ეს აღარაა აღმოჩენა და ახალი ამბავი. მთელს საქართველოში ცნობილ ექიმთან მივედი, კითხვა გავუმეორე და მკაცრად მითხრა, ძალიან ბევრს მალაპარაკებო. ...ანუ, გაურკვევლობაში სახლშიც ხომ ვიყავი და პასუხს ხომ გამადლიან. რაც შეიძლება მალე უნდათ რომ გაგიშვან, რათა, რაც შეიძლება მეტი 100 ლარები მიიღონ დღის განმავლობაში. საქართველოში მედიცინა ბიზნესად იქცა, იოტისოდენა თანაგრძნიბა პაციენტის მიმართ, თითქმის აღარაა შემორჩენილი. მთავარი არის - ჩეკი შეიტანო. რი რიგებში - სრული განუკითხობა და ქაოსი. ექიმს - საუბარი ეზარება და გსაყვედურობს.
D. Pachkoria
6 თებერვალი, 2026
დიდ მადლობას ვუხდი ამ კლინიკას და მთელ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა ლანა დათიაშვილს, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში შეუწყვეტლად გვეხმარებოდა, ასევე ზაზა ხუციშვილს რომელმაც კაცურად მიგვიღო და პროფესიონალურად გაგვიკეთა ოპერაცია . ნამდვილად პროფესიონალი და გულისხმიერი ადამიანები არიან. კანადიდან სპეციალურად ჩამოვედი ოპერაციის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ იქ სამედიცინო მომსახურება უფასოა, ვიცოდი აქაური მაღალი ხარისხისა და პროფესიონალიზმის შესახებ და არჩევანი სწორედ ამ კლინიკაზე გავაკეთე. შედეგმაც სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი — დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის.
ICN Image
26 იანვარი, 2026
ოპერაცია ყელ-ყურ-ცხვირზე ქალბატონ ნინოსთან არ დაგეგმოთ არავითარ შემთხვევაში, პირადი გამოცდილებით გირჩევთ.
Ani Shashuashvili
13 ოქტომბერი, 2025
ყველაზე ცუდი კლინიკა. ერთი წუთითაც არ დახარჯოთ იქ.
Aleksandr Iskhakov
11 ოქტომბერი, 2025
ორგანიზაცია ცოტა ქაოტურია, მაგრამ ხალხი კეთილი და გულისხმიერია. აქ გავიკეთე ძგიდის ოპერაცია - ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან მადლიერი ვარ ექიმ დავით ლაშქარაშვილის 🙏
De Cay
4 თებერვალი, 2025
აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია გავიკეთე, ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ რიგში 1.5 საათი იყო.
კლინიკის ექიმები (0)
ექიმების ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი
