კურაციო
სამედიცინო მიმართულებები
მისამართები
პაციენტების მიმოხილვები
რას ამბობენ პაციენტები კლინიკაზე
Ketevan Begiashvili
29 ოქტომბერი, 2026
კურაციოში მომსახურებით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. Google Maps-ზე მდებარეობა ისე არ არის მითითებული, რომ ადამიანმა მარტივად მიაგნოს, რაც თავიდანვე პრობლემას ქმნის. საინფორმაციოში მყოფი თანამშრომლის დამოკიდებულებამ საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა. ის არაპროფესიონალურად და უზრდელად მელაპარაკებოდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს იქ ძალით იჯდა და პაციენტთან კომუნიკაცია ზედმეტად აწუხებდა. კლინიკაში მისულ ადამიანს ელემენტარული თავაზიანობა, ყურადღება და დახმარება სჭირდება.
Антон Карманов
27 ოქტომბერი, 2026
შესანიშნავი კლინიკაა, მაგრამ აუცილებლად მობრძანდით ადრე. ერთხელ 20 წუთი მომიხდა ლოდინი, მხოლოდ იმისთვის, რომ რეცეფციაზე ჩემი რიგის ნომერი დამეძახათ.
natia beridze
26 ოქტომბერი, 2026
ყველაზე არაორგანიზებული და მოუწესრიგებელი კლინიკა, ყოველ მისვლაზე იმედგაცრუებააა!
natally kandelaki
12 ოქტომბერი, 2026
თქვენს კლინიკაში დავდივართ უკვე წლებია დავდივართ საოცარი გუნდი გყავთ განსაკუთრებით გამოვყოფდი მაკა ლომაიას, კახა კალანდაძეს და ხათუნა გოშაძეს, მადლობა იმ პროფესიონალობისთვის რაც გაქვთ🥰
giorgi liluashvili
3 ოქტომბერი, 2026
მოუწესრიგებელი და არეული რიგის სისტემა. არავის პასუხი არ აქვს არც ერთ საკითხზე. ყოველ მოსვლაზე ყველა მიმართულებით უარესი მდგომარეობაა. სარაჯიშვილის ფილიალი რისთვის გახსენით, შაბათ კვირას თუ არ ამუშავებდით? ან გახსნაზე ინფორმაცია რომ გაავრცელეთ, სამუშაო გრაფიკი რატომ არ მიაწერეთ? რაღაც ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს თქვენი მუშაობა?
Lili Maleki
15 სექტემბერი, 2026
მე მქონდა გამოცდილება კლინიკა კვარციოში, თბილისში. კლინიკა სუფთა და კარგად ორგანიზებულია, ხოლო პერსონალი ძირითადად მეგობრული და დახმარების მზრუნველია. განსაკუთრებით მომეწონა მესამე სართულზე მდებარე ქალთა და მშობიარობის დეპარტამენტი. გარემო მშვიდი და პროფესიონალური იყო, ხოლო სამედიცინო პერსონალი ყურადღებიანი და პატივისცემით იყო. მთლიანობაში, დადებითი გამოცდილება.
Eka Giorgadze
14 სექტემბერი, 2026
ოჯახის ექიმის ნინო ბერიტაშვილის საშინელი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. უჟმური სახით გესაუბრება უხეშად. დანიშნულ დროს მივედი და უკვე კაბინეტში რომ ვიყავი და ისტორიას ავსებდა, უცებ გავიდა გარეთ სხვა საქმეზე და მე ველოდებოდი ოთახში, შემდეგ შემოიყვანა სხვა პაციენტი, რომელიც იყო ავად, ახველებდა და როგორც საუბრიდან გავიგე ჰქონდა ანთება. მჭირდებოდა ანალიზების გადამოწმება რომელსაც ვიკეთებ წელიწადში ერთხელ და მივიღე უარი, თვითონ არ ჩათვალა საჭირო, და სხვა ძალიან ცნობილი და მაღალი კვალიფიკაციის ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა ასი დააყენა ეჭვის ქვეშ. მოკლედ ტყუილად დავკარგე დროც და მასთან ვიზიტი დამიჯდა ნერვების ფასად. არავის გირჩევთ ამ ექიმთან ურთიერთობას. მესმის თუ წინა პაციენტს არ ჰყოფნის დრო დაველოდო გარეთ რამდენიმე წუთი, მაგრამ როცა მე უკვე ვარ შესული და შემოჰყავს ისეთი პაციენტი რომელიც შესაძლოა იყოს გადამდები, ახველებს და აქვს სიცხე, ეს ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ჩემთვის.
Behnaz Akbarianchaleshtori
31 აგვისტო, 2026
მე მქონდა თქვენს კლინიკაში ვიზიტის გამოცდილება. ორმა სხვადასხვა ექიმმა (გინეკოლოგმა და ენდოკრინოლოგმა) დამინიშნა ორნაირი სხვადასხვა ანალიზი. სისხლის ჩაბარებაზე მეორედ მივედი. პირველ რიგში, ქალბატონს, რომელმაც სისხლი აიღო, არ ჰქონდა კარგი და პროფესიონალური დამოკიდებულება. როდესაც რამდენიმე წუთის შემდეგ ძლიერი ტკივილით დავბრუნდი მათ ოთახში, მეორე თანამშრომელმა უხეშად მითხრა, მხოლოდ ხელი დამეჭირა. ყურადღებაც კი არ მიაქციეს ხელის შეშუპებას, გამაგრებას, წვას და ძლიერ ტკივილს. შედეგად, დამიზიანდა ხელის ნერვი და განმითარდა ფართო კანქვეშა სისხლჩაქცევა (ჰემატომა), რომლის ფოტოებსაც ვურთავ ამ მიმოხილვას. ამას გარდა, როდესაც ანალიზების პასუხები მივიღე, აღმოვაჩინე, რომ დანიშნული ანალიზების ნაწილი საერთოდ არ გაუკეთებიათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც სისხლის აღებამდე ორჯერ გადავამოწმე რეზეფციაშიც და უშუალოდ სისხლის გამომღებ თანამშრომელთანაც — მივუთითე, რომ ორმა სხვადასხვა ექიმმა დამინიშნა კვლევები, რაზეც დამიდასტურეს, რომ ყველაფერი გათვალისწინებული იყო. ახლა ისევ მიწევს სისხლის ჩაბარებაზე მისვლა, რაც უდიდეს სტრესთან და შიშთან არის დაკავშირებული, რადგან ამდენი ხნის შემდეგაც კი ორი თითის წვერი ჯერ კიდევ დაბუჟებული მაქვს.
Iana akishbaia
31 ივლისი, 2026
უსაშინლესი, უყურადღებო, უპასუხისმგებლო კლინიკა
Mariam Kokiashvili
31 ივლისი, 2026
ქოლ-ცენტრში მუშაობენ არაადეკვატური ადამიანები პასუხი ვერ მივიღე ანალიზების ფასსზე და დროზე ერთმანეთთან მამისამართემენ და სრული გაურკვევლობაა
კლინიკის ექიმები (5)
Ნინო Ბერიტაშვილი
ოჯახის ექიმი
ნინო გაპრინდაშვილი
ოჯახის ექიმი
Ნინო Მაჩივარიანი
ოჯახის ექიმი
ნელი ბაკურადზე
დერმატოლოგი
მაიია დატუაშვილი
დერმატოლოგი
