Medical center Eyeline
სამედიცინო მიმართულებები
მისამართები
პაციენტების მიმოხილვები
რას ამბობენ პაციენტები კლინიკაზე
Ani
8 სექტემბერი, 2026
ვგეგმავ მხედველობის ლაზერულ კორექციას აილაინში და ოპერაციამდე გავიკეთე გამოკვლევა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ❤️ პირველივე წუთიდან ძალიან თბილად და ყურადღებით მომექცნენ. ყველა გამოკვლევა მშვიდად და დეტალურად ჩამიტარეს და ყველაფერს მარტივად და გასაგებად მიხსნიდნენ. ძალიან სასიამოვნო გარემოა და რაც მთავარია, ექიმებისა და მთელი გუნდის მიმართ ნდობა მაშინვე გამიჩნდა. 🥰 დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისა და პროფესიონალიზმისთვის! ნამდვილად დიდი სიამოვნებით გირჩევთ ამ კლინიკას💚💚💚
Mari kobakhidze
15 ივნისი, 2026
მადლობა კლინიკას და პროფესიონალ გუნდს. ჩავიტარე ექსიმერლაზერული თვალის კორექცია. კმაყოფილი ვარ მიღებული შედეგით.
V B
19 მარტი, 2026
მომწონს, რომ ქუთაისში ასეთი შესანიშნავი მომსახურება და ექიმები ვიპოვე
Anuka Pirtskhalava
2 მარტი, 2026
ამ კლინიკაში მივიყვანე 84 წლის ბებო, რომელსაც ჰქონდა მწვავე კატარაქტა და სჭირდებოდა თვალის ბროლის შეცვლა. კლინიკაში გვითხრეს, რომ აუცილებელი იყო ფრანგული ბროლის ჩასმა. პირველი კონსულტაციის შემდეგ დაგვარწმუნეს, რომ ოპერაციის შედეგად მხედველობა 20–25%-ით აღუდგებოდა. ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ მდგომარეობა ასეთია: 1. ბებოს მხედველობაში არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება. 2. როდესაც განმეორებით მივიყვანეთ კლინიკაში, გვითხრეს, რომ თურმე აქვს დაზიანება და მეტის აღდგენა შეუძლებელია. თუ ოპერაციამდე გვარწმუნებდნენ, რომ მხედველობა აუცილებლად 20–25%-ით გაუმჯობესდებოდა, რატომ იცვლება პოზიცია ოპერაციის შემდეგ? თუ არსებობდა რაიმე დაზიანება, ამის შესახებ პირველივე კონსულტაციაზე უნდა ეთქვათ. არ შეიძლება პაციენტს დაჰპირდე შედეგი, რომლის მიღწევაც წინასწარ არ არის გარანტირებული. ჩემი მხრიდან — ძალიან უარყოფითი შეფასება. ეს არის არაპროფესიონალიზმის მაგალითი. არ ვურჩევ სხვებს ამ კლინიკასთან თანამშრომლობას.
Lia Goletiani
26 მარტი, 2025
ძალიან კარგი ადგილი
Besik Chitorelidze
6 მარტი, 2022
შესანიშნავი მომსახურება, პირობები, მოვლა იყო მყისიერი, ყველა ზომით, პერსონალისა და ექიმების შესანიშნავი კეთილგანწყობა. ფასი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა, შედეგი დროული იყო, ინვოისი მაშინვე მომივიდა, ასევე ჩემი სამუშაოს სერტიფიკატი. გირჩევთ ამ ადგილს.
კლინიკის ექიმები (0)
ექიმების ინფორმაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი
