
Иракли Шелия
Записаться на прием
Данные из открытых источников.
Профессиональная информация
Тип практики: Частная практика
Стаж: 18 лет
О враче
როდის უნდა მივმართოთ რევმატოლოგს? — 10 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ სახსრების ტკივილი ყოველთვის რევმატოლოგიურ დაავადებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ის შეიძლება დაკავშირებული იყოს გადატვირთვასთან, ტრავმასთან ან ასაკობრივ ცვლილებებთან. თუმცა არსებობს სიმპტომები, რომელთა შემთხვევაში რევმატოლოგის კონსულტაცია მნიშვნელოვანია. რევმატოლოგი მკურნალობს არა მხოლოდ სახსრების დაავადებებს, არამედ აუტოიმუნურ და სისტემურ დაავადებებსაც, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კუნთებზე, კანზე, სისხლძარღვებსა და სხვადასხვა შინაგან ორგანოზე. 1. სახსრების ხანგრძლივი ტკივილი თუ სახსრის ტკივილი რამდენიმე კვირაა გრძელდება, ხშირად მეორდება ან თანდათან ძლიერდება, სასურველია მიზეზის გარკვევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან მიმართვა, თუ ტკივილს ახლავს სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა ან დილის შებოჭილობა. 2. დილის შებოჭილობა თუ გაღვიძების შემდეგ ხელების, ფეხების ან სხვა სახსრების „გახსნა“ გიჭირთ და შებოჭილობა ხანგრძლივია, ეს შეიძლება ანთებითი პროცესის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ასეთი სიმპტომი გვხვდება, მათ შორის, რევმატოიდული ართრიტისა და ზოგიერთი სხვა ანთებითი რევმატოლოგიური დაავადების დროს. 3. სახსრების შეშუპება სახსრის შესიება, განსაკუთრებით ტრავმის გარეშე, ყურადღებას საჭიროებს. თუ შეშუპება მეორდება ან ერთდროულად რამდენიმე სახსარს მოიცავს, საჭიროა შეფასდეს, ხომ არ მიმდინარეობს სახსარში ანთებითი პროცესი. 4. ხელის თითების ან მაჯების ტკივილი და შეშუპება რევმატოიდული ართრიტი ხშირად აზიანებს ხელის წვრილ სახსრებსა და მაჯებს. თუ ორივე ხელზე გაქვთ მსგავსი ჩივილები, დილის შებოჭილობა და სახსრების შეშუპება, რევმატოლოგთან დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია. 5. წელის ტკივილი ახალგაზრდა ასაკში წელის ქრონიკული ტკივილი ყოველთვის ხერხემლის მექანიკურ პრობლემას არ უკავშირდება. თუ ტკივილი ახალგაზრდა ასაკში დაიწყო, მოსვენებისას ძლიერდება, ღამით გაღვიძებთ და მოძრაობის შემდეგ უმჯობესდება, საჭიროა ანთებითი ტიპის ზურგის ტკივილის გამორიცხვა. 6. აუხსნელი მომატებული CRP ან ESR CRP და ESR ორგანიზმში ანთების შეფასებისთვის გამოყენებული მაჩვენებლებია, თუმცა მათი მატება მხოლოდ რევმატოლოგიურ დაავადებას არ ნიშნავს. თუ მაჩვენებლები მომატებულია და მიზეზი უცნობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თან ახლავს სახსრების ტკივილი, შეშუპება, ხანგრძლივი სიცხე ან სხვა სიმპტომები, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი შეფასება. 7. დადებითი ANA დადებითი ANA ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუტოიმუნური დაავადება აქვს. ANA შეიძლება ჯანმრთელ ადამიანშიც აღმოჩნდეს. შედეგის მნიშვნელობა დამოკიდებულია ტიტრზე, კვლევის მეთოდზე, სხვა ანალიზებსა და, რაც მთავარია, ადამიანის სიმპტომებზე. ამიტომ მხოლოდ დადებითი ANA-ს საფუძველზე დიაგნოზის დასმა არ შეიძლება. 8. კანის გამონაყარი და სახსრების ტკივილი ზოგიერთ სისტემურ აუტოიმუნურ დაავადებას შეიძლება ერთდროულად ახლდეს კანისა და სახსრების სიმპტომები. თუ განმეორებად გამონაყართან ერთად გაქვთ სახსრების ტკივილი ან შეშუპება, პირის ღრუში განმეორებადი წყლულები, მზის მიმართ უჩვეულო მგრძნობელობა ან სხვა აუხსნელი სიმპტომები, ექიმის შეფასება მნიშვნელოვანია. 9. თითების ფერის შეცვლა სიცივეში თუ სიცივის ან ძლიერი ემოციური სტრესის დროს თითები პერიოდულად თეთრდება ან ლურჯდება და შემდეგ წითლდება, ეს შეიძლება რეინოს ფენომენს შეესაბამებოდეს. რეინოს ფენომენი ზოგჯერ დამოუკიდებლად გვხვდება, ზოგჯერ კი შეიძლება გარკვეულ აუტოიმუნურ დაავადებებთან იყოს დაკავშირებული. 10. განმეორებადი მწვავე სახსრის ტკივილი ერთ სახსარში უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი, შეშუპება და სიწითლე შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის — პოდაგრით. თუმცა ცხელი, ძლიერ მტკივნეული და შეშუპებული სახსარი ზოგჯერ ინფექციასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული და ასეთ შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო შეფასებაა საჭირო. რატომ არის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი? რევმატოლოგიური დაავადებების ნაწილი ქრონიკულია, მაგრამ თანამედროვე მკურნალობით ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება, სიმპტომების კონტროლი და სახსრების დაზიანების რისკის შემცირება. ამიტომ ხანგრძლივი ან საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში უმჯობესია მიზეზი დროულად გაირკვეს და მკურნალობა კონკრეტული დიაგნოზის შესაბამისად დაიგეგმოს. ავტორი: რევმატოლოგი ირაკლი შელია
Языки: Грузинский, Русский, Английский
Образование
2024 წლის 15 მაისს ირაკლი შელიას მიენიჭა „სეჩენოვის უნივერსიტეტის საპატიო ექიმის“ (Почётный врач Сеченовского университета) წოდება.
2013 წლიდან მუშაობს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. ამასთანავე, მიწვეული ექიმის სტატუსით პროფესიულ საქმიანობას ეწევა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობდა კურსებსა და პროფესიულ პროგრამებში გერმანიაში, შვედეთში, რუმინეთში, იტალიასა და რუსეთში. მიღებული აქვს სხვადასხვა პროფესიული სერტიფიკატი და სიგელი. სამეცნიერო საქმიანობა ირაკლი შელიას პროფესიული და სამეცნიერო ინტერესების ძირითადი მიმართულებებია რევმატოლოგია, რეაბილიტაცია, ოსტეოართროზი, გონართროზი, კოქსართროზი, ართრიტები, სახსარშიდა თერაპია, ტკივილის მართვა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების კომპლექსური რეაბილიტაცია. გამოქვეყნებული აქვს სამედიცინო ნაშრომები და სტატიები 70 ნაშრომი რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის სხვადასხვა საკითხზე. სადისერტაციო თემა: „მუხლის ოსტეოართროზის მქონე პაციენტებში კომპლექსური რეაბილიტაციის ეფექტურობის შეფასება“. ჯილდოები და საპატიო წოდებები წარმოდგენილი სიგელის მიხედვით,
2009 - 2012 წლებში პროფესიული მომზადება გაიარა მოსკოვში, ი. მ. სეჩენოვის სახელობის პირველ მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ინტერნატურა-ორდინატურის ფარგლებში, რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. ამავე პერიოდში სტაჟირებას გადიოდა უნივერსიტეტის №1 ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რევმატოლოგიის განყოფილებაში და მონაწილეობდა პროფესიულ ტრენინგებში. პროფესიული საქმიანობა
2009 - 2012 წლებში, მოსკოვში პროფესიული მომზადების პერიოდში, საქმიანობდა ი. მ. სეჩენოვის სახელობის პირველი მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე მუშაობდა მოსკოვის მრავალპროფილიან კლინიკა „PremierMedica“-ში და პროფესორ ს. ბლოხინის კლინიკაში რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.
2003 - 2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.
2008 - 2009 წლებში მუშაობდა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის სექციაში უმცროს ექიმად.
2007 - 2008 წლებში მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. ირაკლი შელია MD PhD — ექიმი რევმატოლოგი და რეაბილიტაციის სპეციალისტი. ქალაქ წალენჯიხა, საქართველოში. განათლება სასკოლო განათლება მიიღო ქალაქ წალენჯიხის №2 საჯარო სკოლაში. X–XI კლასებში სწავლობდა ლიცეუმ „ქიაჩში“.
Отзывы
Загрузка отзывов…
